კატალოგი
ცომში გამომცხვარი ქაშაყი
| ბეჭდვა |
ქაშაყი გავასუფთავოთ, გამოვაცალოთ შიგნეულობა და გავაშროთ. მსუბუქად მოვაყაროთ მარილი და გავჭრათ სიგრძეზე. ფქვილის, წყლის ან რძისაგან, კვერცხისაგან (ყველაფერს უნდა მოვაყაროთ მარილი), მოვზილოთ თხევადი ცომი. ქაშაყის ნახევრები ამოვავლოთ ცომში და მაშინვე გამოვაცხოთ დიდი რაოდენობით ცხიმში (თევზი ცხიმში უნდა ცურავდეს). ვწვათ მანამდე, სანამ ქაშაყის ზედაპირი მოოქროსფრო არ გახდება.
მასალა:
1 კილოგრამი წვრილი საღი ქაშაყი
3-4 სუფრის კოვზი ფქვილი
1 ცალი კვერცხი
ცოტა წყალი ან რძე
მარილი
შესაწვავად საჭირო ცხიმი
პოპულარული რეცეპტი

ბრინჯი 5 სათის განმავლობაში წყალში ...

ნაღები, კვერცხის გულები, ყველი და ღ...

გველთევზა გავასუფთავოთ და დავჭრათ 5...

გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ენა...

ახალი, ქორფა ქამა სოკო გავარჩიოთ, მ...

სალა დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და მსუბ...


