კატალოგი
ტორტი შოკოლადის, ნიგვზით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
8 კვერცხის გული გავთქვიფოთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად გათეთრებამდე. თანდათან დავამატოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული 2,5 ჩაის ჭიქა ნიგოზი და 60-70 გრამი თეთრი ორცხობილა (სამი სადილის კოვზი), ჩავასხათ ერთი ლიმონის წვენი, ცილები კარგად გავთქვიფოთ, სანამ თეთრი "ღრუბლის" სახეს არ მიიღებს და ესეც ფრთხილად შევურიოთ ცომში. ცომი უნდა იყოს სქელი არაჟანის სისქის.
ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, რომელსაც წასმული ექნება კარაქი (20 გრამი) და მოყრილი ექნება ორცხობილას ფქვილი (20 გრამი); ჩავასხათ ცომი და შევდგათ ღიმელში გამოსაცხობად (40-45 წუთი).
როცა გაგრილდება, ფორმა გადმოვატრიალოთ, გამოვიღოთ ბისკვიტი, გავჭრათ შუაზე, ჰორიზონტალურად; წავუსვათ ერთ ფენას შოკოლადის კრემი, მოვრთოთ ამავე კრემით (სპეციალური ტორტის მოსართავით) და ალაგ-ალაგ დავაწყოთ ნიგვზის ლებნები.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 250 გრამი კარაქი მიქსერით გავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ ცოტა ვანილი და თანდათანობით შევათქვიფოთ ერთი კოლოფი შესქელებული რძე, 2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 2 კოვზი ლიქიორი ან კონიაკი და გავაგრძელოთ თქვეფა, სანამ ერთგვაროვან, ჰაეროვან მასას არ მივიღებთ.
მასალა:
კვერცხი - 8 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
ლიმონი - 1 ცალი
ორცხობილა - 90 გრამი
კარაქი - 270 გრამი
შესქელებული რძე - 1 კოლოფი
კაკაოს ფხვნილი - 1 სუფრის კოვზი
ვანილი, ლიქიორი ან კონიაკი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

რძეში ჩავამტვრიოთ შოკოლადი და წამოვ...

ღორის ხორცი დავჭრათ კუბიკებად, დავა...

საშუალო სიდიდის მსუქანი ქათამი ნაჭრ...

წვრილად დაჭრილი ან ხორცსაკეპ მანქან...

ერთ ჩაის ჭიქა ვაშლის წვენში ჩავასხა...

5 მთლიანი კვერცხი ერთ ჩაის ჭიქა შაქ...