კატალოგი
ბრიუსელის კომბოსტო იტალიურად
| ბეჭდვა |
გასუფთავებული, გარეცხილი ბრიუსელის კომბოსტო მოვხარშოთ მსუბუქად დამარილებულ წყალში ისე, რომ არ დაიშალოს. მარგარინისა და ფქვილისაგან მოვამზადოთ ღია ფერის საწებელი. დავამატოთ რძე და ნაღები - გამოგვივა სოუსი ბეშამელი. ცოტა ხნით დავდგათ, რომ შესქელდეს. დავამატოთ პილპილი, მუსკატის კაკალი და ლიმონის წვენი. ბრიუსელის კომბოსტოს დავასხათ სოუსი, მოვშჲშჴთ, შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ყველი.
მასალა:
500 გრამი ბრიუსელის კომბოსტო
2 სუფრის კოვზი მარგარინი
2 არასავსე სუფრის კოვზი ფქვილი
¼ ლიტრი რძე
1-2 სუფრის კოვზი ნაღები
ცოტა პილპილი
ცოტა მუსკატის კაკალი
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
2 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
მარილი
პოპულარული რეცეპტი

გადარჩეული ხენდრო ჩავყაროთ მურაბის ...

ხორცი დავჭრათ 2X4 სმ ზომის ნაჭრებად...

დავჭრათ ხორცი კუბიკებად (3x3 სმ), ჩ...

ახალი, საღი პამიდორები გავრეცხოთ ცი...

მცენარეული ზეთი გავაცხელოთ, დავამატ...

მარილიან წყალში მოვხარშოთ მსხვილად ...


