კატალოგი
სპაგეტი ა ლა კარბონარა
| ბეჭდვა |
წვრილად დაჭრილი სალა და ვიჩინა შევწვათ ცხიმში, დავამატოთ წვრილ ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი და შამპინიონი და ვშუშოთ დარბილებამდე. კვერცხი ავურიოთ ნაღებთან ერთად, დავამატოთ მარილი, პილპილი და სპაგეტის მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე ჩავასხათ ტომატის სოუსში. სოუსი არ უნდა ავადუღოთ! სპაგეტი შევურიოთ კარაქს და გახეხილ ყველს და მოვასხათ სოუსი.
მასალა:
3-4 პორციაზე
400 გრამი სპაგეტი
100 გრამი სალა
100 გრამი ვიჩინა
100 გრამი კარაქი ან მარგარინი
½ ჭიქა გახეხილი ყველი
3-4 ცალი პამიდორი
2-3 ცალი კვერცხი
2 სუფრის კოვზი ნაღები
150 გრამი შამპინიონი, ან მშრალი თეთრი სოკო, რომელიც კერძის მომზადებამდე რამდენიმე საათით ადრე უნდა დავალბოთ წყალში
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი

მოხარშული ძროხის ხორცი, კარტოფილი, ...

კურდღელი გავატყავოთ, გამოვაცალოთ ში...

წიწილა კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხ...

ლობიო მთელი ღამით დავდგათ წყალში, შ...

მზა ან ოჯახში მომზადებულ ფხვიერ ორც...

ხორცს დავასხათ 2 ½ ლიტრი ცივი მარილ...


