კატალოგი
ღორის ხორცის შნიცელი სიცილიურად
ბეჭდვა |
შნიცელებს წავუსვათ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ბაზილიკა და ზირა, შევწვათ ორივე მხრიდან არც ისე ცხელ ტაფაზე. შნიცელები გადმოვიღოთ ტაფიდან, დავდგათ თბილ ადგილას, იმ ტაფაზე კი, რომელზეც შნიცელები იწვებოდა, მსუბუქად მოვშუშოთ წინასწარ მარილ და პილპილმოყრილი დაჭრილი პამიდვრები. შემდეგ შნიცელები პამიდვრებზე დავალაგოთ და გარშემო მოშუშული სოკო შემოვუწყოთ. ზემოდან მოვასხათ ტომატის სოუსი. კერძი სუფრაზე ბრინჯთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
2 პორციაზე
2 ცალი შნიცელი
½ წვრილად დაჭრილი ხახვი
½ ჩაის ჭიქა ბაზილიკა და ზირა
250 გრამი პამიდორი
მარილი, პილპილი
1-2 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
250 გრამი მოშუშული სოკო
შესაწვავად საჭირო ცხიმი
¼ ლიტრი თხევადი ტომატის სოუსი
პოპულარული რეცეპტი
კვერცხის ცილა სათქვეფელათი კარგად ა...
ცური კარგად გავრეცხოთ, დავასხათ ცივ...
ხახვი შევბრაწოთ 1 სუფრის კოვზ მცენა...
ბადრიჯნები მოვათავსოთ უცხიმო ტაფაზე...
200 გრამი კარაქი და 2,5 ჩაის ჭიქა ფ...
2 კვერცხი კარგად ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭ...