კატალოგი
რულეტი კარლსბადურად

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ხორცს გავაცალოთ ნეკნები, გულ-მკერდი დავბეგვოთ და მოვაყაროთ მარილი. ხორცი ტაფაზე დავალაგოთ რიგრიგობით სალის თხელ ნაჭრებთან და ღორის (ან შებოლილ) ხორცთან ერთად, შემდეგ დავფაროთ ცოტა შეგრილებული ერბო-კვერცხით, რომელზეც თანაბრად გადავანაწილოთ წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი. გულ-მკერდი მჭიდრო გადავახვიოთ, შევკრათ ძაფებით და შევწვათ ცხელ ცხიმში. პერიოდულად ვუმატოთ ცოტა წყალი და ზემოდან ვასხათ ცხიმი. წვისაგან მიღებულ სოუსში სისქისათვის დავამატოთ ცოტა ფქვილი.
მასალა:
1 კილოგრამი ხბოს გულ-მკერდი
100 გრამი სალა
100 გრამი ღორის ან შებოლილი ხორცი
100 გრამი კარაქი ან მარგარინი
1 ცალი მჟავე კიტრი
2-3 ცალი კვერცხი
ცოტა ფქვილი
პოპულარული რეცეპტი

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დ...

2 კვერცხისა და 2,5 ჭიქა შაქრის ფხვნ...

კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ კუბიკებ...

ხახვი წვრილად დავჭრათ და ოდნავ შევა...

ეს კერძი მზადდება ისევე, როგორც თევ...

ქათმის ხორცი და ვიჩინა გავატაროთ ხო...