კატალოგი
”კნედლიკი-როგლიკი”
ბეჭდვა |
წინა დღით მოხარშული კარტოფილი გავხეხოთ, შევურიოთ ფქვილი, კვერცხი, სპეციები და მოვზილოთ ცომი. ცომი გავაბრტყელოთ ½ სმ სისქეზე, დავჭრათ 8 სმ სიგანის და 5 სმ სისქის ნაჭრებად, წავუსვათ შიგთავსი, თითოეული ნაჭერი მრგვალად დავახვიოთ და დავამაგროთ ბოლოები. კნედლიკები ჩავუშვათ მსუბუქად დამარილებულ წყალში და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავდგათ დასაწურად, რომ დაიწურება დავალაგოთ თეფშზე. სუხრის კუბიკები შევბრაწოთ კარაქში და "კლიოცკებს" მოვაყაროთ. შიგთავსად შეგვიძლია გამოვიყენოთ ხორცი, სალა ან ბოსტნეული, რომლებიც წინასწარ უნდა მოვშუშოთ ზეთში დაჭრილ ხახვთან და მწვანილთან ერთად. სოკო ასევე გამოდგება შიგთავსად. მომზადებული კერძი სუფრაზე მიაქვთ ცოცხალ სალათასთან, ან მწვანილის თბილ საწებელთან ერთად. თუ შიგთავსი ხორცის არ არის, მაშინ კნედლიკები თავისთავად გამოდგება ხორცის მშვენიერ გარნირად.
მასალა:
750 გრამი კარტოფილი
125 გრამი ხორბლის ფქვილი
100 გრამი კარტოფილის ფქვილი
2 ცალი კვერცხი
მარილი
ცოტა მუსკატის კაკალი
შიგთავსი
პოპულარული რეცეპტი
კვერცხის გულები და შაქარი კარგად ავ...
კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ...
თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და გა...
ხორცი დავჭრათ თითის სისქის ნაჭრებად...
კარაქი ან მარგარინი კარგად დავკეპოთ...
კარპი დავყოთ პორციებად, დავასხათ ძმ...