კატალოგი
ემპანადასი - ღვეზელები შიგთავსით
მითითებული პროდუქტებისაგან მოვზილოთ ცომი და გავაჩეროთ 1 საათი. შიგთავსისათვის განკუთვნილი ხორცი წვრილად დავჭრათ ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. წვრილად დაჭრილი ხახვი და დანაყილი ნიორი მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში, შემდეგ დავამატოთ ხორცი, გასუფთავებული ანჩოუსი და კაპარი. ზემოდან მოვაყაროთ ფქვილი, დავამატოთ ხორცის ბულიონი.  მასას განუწყვეტლივ უნდა ვურიოთ, რომ ხორცი არ მიიწვას. დავამატოთ პილპილი და მაიორანი და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე, რომ ზედმეტი ბულიონი ამოშრეს. ამ გზით მომზადებული ხორცის პაშტეტი სუფრაზე შეგვიძლია მივიტანოთ თეთრ პურთან ერთად. ცომი უნდა გავაბრტყელოთ რაც შეიძლება თხლად. ამოვჭრათ 10 სმ დიამეტრის წრეები და მოვათავსოთ მასზე შიგთავსი. სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ მცირე რაოდენობის ქიშმიში ან მაგრად მოხარშული და წვრილად დაჭრილი კვერცხი. ღვეზელის კიდეები კარგად შევაწებოთ. გამოცხობის წინ სასურველია მომზადებული ღვეზელები დავდგათ ცივ ადგილას. ღვეზელები ვაცხოთ მდუღარე ცხიმში. შეგვიძლია ასევე წინასწარ წავუსვათ მათ კვერცხი და ვაცხოთ ღუმელში 20-30 წუთის განმავლობაში. სუფრაზე ცხელი მივიტანოთ. მასალა: ცომისათვის 500 გრამი ფქვილი 200 გრამი კარაქი 2 კვერცხის გული ½ ჭიქა თბილი რძე ½ ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი შიგთავსისათვის 1 თეფში ხორცის ნათალი 3 თავი ხახვი 1-3 კბილი ნიორი 1 სუფრის კოვზი კაპარი 80 გრამი ანჩოუსი 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი ფქვილი ½ ჭიქა ხორცის ბულიონი პილპილი და მაიორანი