კატალოგი
კარბონადები ფლამანდიურად
ბეჭდვა |
დავჭრათ ხორცი მსხვილ ნაჭრებად, დავბეგვოთ, დავჭრათ თითოეული ნაჭერი კიდევ ორ თანაბარ ნაწილად, შევწვათ ორივე მხრიდან და გადმოვიღოთ ტაფიდან. დარჩენილ ცხიმში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, დავამატოთ ცხიმი და მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი ოქროსფერი ფერის მიღებამდე. შემდეგ ქვაბში ფენებად ჩავაწყოთ ხახვი, ხორცი, მწვანილი, ზემოდან დავადოთ პურის ნაჭერი კანის გარეშე, რომელსაც წინასწარ წავუსვათ მდოგვი, დავამატოთ ლუდი, ზირა და 1 ცალი დაფნის ფოთოლი. 2 საათის განმავლობაში ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. სითხის აორთქლებისას პერიოდულად ვასხათ ცოტ-ცოტა ლუდი. საწებელს დავამატოთ ძმარი და შაქარი. კერძი სუფრაზე მივიტანოთ მოხარშულ კარტოფილთან ერთად.
მასალა:
5-6 პორციაზე
750 გრამი ძროხის ხორცის ფილე
1 კონა მწვანილი
2-3 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
4 დიდი თავი ხახვი
1 სქელი ნაჭერი პური
ცოტა მდოგვი
1 ბოთლი მსუბუქი ლუდი
ზირა
1 ცალი დაფნის ფოთოლი
1-1/2 სუფრის კოვზი ძმარი
1-2 შაქრის ნატეხი
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი
თევზი გავრეცხოთ, დავჭრათ თითის სისქ...
წითელი ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ...
ყვავილოვან კომბოსტოს მოვაცალოთ მწვა...
გარჩეული, გარეცხილი ჭარხლის ფოთოლი ...
ყვავილები გავრეცხოთ, შევურიოთ შაქარ...
ხიზილალას მოვაშოროთ აპკი და მოვხარშ...