კატალოგი
ხბოს თირკმელი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ქვაბში გავაცხელოთ 1 ჩაის კოვზი ზეთი და მოვხრაკოთ მასში კუბიკებად დაჭრილი სალა მთლიან ხახვებთან ერთად. შემდეგ ამოვიღოთ ქვაბიდან და მიღებულ ცხიმში მსუბუქად შევწვათ კარგად გარეცხილი და გამშრალი ხბოს თირკმელები. გათლილი კარტოფილი შევწვათ ნახევრად მეორე კოვზ ზეთში (კარტოფილი არ უნდა შეწითლდეს); თუ საჭიროა, შეიძლება დავამატოთ ცოტა წყალი. სალა, ხახვი და კარტოფილი შევურიოთ თირკმელებს, დავამატოთ პილპილი, მოვაყაროთ მარილი და თავდაუხურავად შევდგათ ღუმელში შესაწვავად. თუ დასჭირდა, დავამატოთ კიდევ ცოტა წყალი. ბოლოს დავამატოთ დარბილებული ღვია და 5 წუთის შემდეგ დავასხათ ჯინი. კერძი სუფრაზე მივიტანოთ ქოთნით.
მასალა:
3 პორციაზე
500 გრამი ხბოს თირკმელი
80 გრამი სალა
8 თავი მცირე ზომის ხახვი
12 ცალი პატარა, ახალი კარტოფილი
2 ჩაის კოვზი ზეთი
მარილი, პილპილი
4 ცალი ღვიის კენკრა
მცირე რაოდენობის ჯინი ან კონიაკი
პოპულარული რეცეპტი

კვერცხი გავთქვიფოთ მარილთან ერთად, ...

ლობიოს გასუფთავებული ღერები დავტეხო...

ერთი ქილა არაჟნისა და 200 გრამი კარ...

ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში...

მუხუდო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავა...

პამიდორი, ხახვი, ტკბილი წიწაკა და მ...