კატალოგი
საზამთროს მურაბა (მეორენაირად)
| ბეჭდვა |
საზამთროს კანი მოვამზადოთ ჩვეულებრივად, როგორც ზემოთ არის აღწერილი.
საჭმელი სოდა გავხსნათ ჭიქანახევარ ცხელ წყალში; ქვაბში ჩავასხათ 5 ჭიქა ცივი წყალი, დავასხათ სოდიანი წყალი და ჩავყაროთ შიგ გამზადებული საზამთრო; დავახუროთ ქვაბს სახურავი და ასე გავაჩეროთ 4 საათი. ამის შემდეგ საზამთრო დიდხანს ვრეცხოთ ჩამდინარე წყალში.
მურაბის ტაშტში ჩავასხათ 3 ჭიქა ადუღებული წყალი, ჩავყაროთ 600 გრამი შაქრის ფხვნილი და მოვადუღოთ სიროფი. ჩავყაროთ გამზადებული საზამთრო, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 15-20 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაჩეროთ მეორე დღემდე. მეორე დღეს დავდგათ ისევ ცეცხლზე, დავაყაროთ დარჩენილი - 600 გრამი შაქრის ფხვნილი, დავდგათ ცეცხლზე, ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. ცეცხლიდან გადმოდგმის დროს ჩავყაროთ ვანილი.
მასალა:
საზამთროს ქერქი (დაჭრილი, გამზადებული) - 1 კილოგრამი
შაქრის ფხვნილი - 1,5 კილოგრამი
წყალი - 3 ჩაის ჭიქა
საჭმლის სოდა - 1,5 ჩაის კოვზი
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

გელაქნური გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭ...

ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყ...

შაქრის პუდრა, კვერცხს გული და ლიმონ...

ანჩოუსები ძალიან წვრილად დავჭრათ, ვ...

ერთი ჩაის ჭიქა ერბო გავთქვიფოთ გათე...

3 ჩაის ჭიქა გაცრილი სიმინდის ფქვილი...


