კატალოგი
ნამცხვარი ქლიავით
| ბეჭდვა |
ერთი ჩაის ჭიქა ერბო ან კარაქი 10-15 წუთი ვთქვიფოთ ერთ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად. სათითაოდ ჩავახალოთ ოთხი კვერცხი. თან გავაგრძელოთ თქვეფა; დავამატოთ სოდა გახსნილი ძმარში, ორი ჩაის ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მრგვალ ფორმას (28-30 სმ. დიამეტრი) წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ფქვილი, დავდოთ ცომი და გავაბრტყელოთ.
დავჭრათ პატარა ნაჭრებად ქლიავი, ფქვილში კარგად ამოვავლოთ, დავაყაროთ დარიჩინი და ზემოდან დავალაგოთ ცომზე. შევდგათ საშუალო სიმხურვალის ღუმელში; როცა გამოცხვება, ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
მასალა:
ერბო ან კარაქი - 200 გრამი
კვერცხი - 4 ცალი
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 2 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ქლიავი - 1 კილოგრამი
დარიჩინი, შაქრის პუდრა - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

მარილიანი ტარანი გავრეცხოთ ცივი წყლ...

ბადრიჯანი სიგრძეზე თხლად დავჭრათ, დ...

რვა კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრ...

საშუალო ზომის ქათამი გავასუფთავოთ, ...

ცხვრის გულ-ღვიძლი და ფილტვი გავრეცხ...

კარაქი ავურიოთ შაქართან ერთად. ნუში...


