კატალოგი
ვირთევზას ბურთულები
| ბეჭდვა |
მოხარშულ ვირთევზას მოვაშოროთ კანი, ფხები და თევზი დავსრისოთ (შეგვიძლია გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში). შემდეგ შევურიოთ მოხარშულ კარტოფილის პიურეს, დავამატოთ კვერცხი და გამდნარი კარაქი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და გავაკეთოთ მიღებული მასისაგან ბურთულები, ამოვავლოთ ფქვილში და შევბრაწოთ ტაფაზე ან ფორმაში. ვირთევზის ბურთულებთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ ტომატის ან პირშუშხას სოუსი.
მასალა:
500 გრამი ვირთევზა
600 გრამი კარტოფილი
1-2 ცალი კვერცხი
1 სუფრის კოვზი კარაქი
მარილი, პილპილი
ფქვილი
შესაწვავად საჭირო ცხიმი
პოპულარული რეცეპტი

ხორცი ჩავდოთ ცივ, მსუბუქად დამარილე...

გადარჩეული, გარეცხილი ღოღნაშო ალაგ-...

ექვსი კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფ...

ვაშლი გავთალოთ, გამოვაცალოთ გული და...

თევზის ფილე გავასუფთავოთ, მოვასხურო...

მუხუდო ვხარშოთ ქათმის ბულიონში დარბ...


