კატალოგი
ცხვრის ხორცი შავი ქლიავით - არაბული კერძი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ხორცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად (1X5 სმ). ხახვი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად შევბრაწოთ, შემდეგ დავამატოთ ხორცი, რომელიც ასევე უნდა შევბრაწოთ. მოვაყაროთ ფქვილი, დავამატოთ სპეციები და ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, შემდეგ დავამატოთ ცხელი წყალი ისე, რომ გადაფაროს ხორცი და თავდახურული დავდგათ მოსაშუშად ნელ-ცეცხლზე. მზადყოფნამდე ცოტა ხნით ადრე დავამატოთ შავი ქლიავი, რომელიც წინასწარ 12 საათით უნდა ჩავალბოთ წყალში, კურკები გამოვაცალოთ, ასევე დავამატოთ შაქარი. სუფრაზე მოხარშულ ბრინჯთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
4-6 პორციაზე
750 გრამი ცხვრის ხორცი (გულ-მკერდი ან კისერი)
1 მსხვილი თავი ხახვი
½ სუფრის კოვზი კარაქი
1 არასრული სუფრის კოვზი ფქვილი
დარიჩინი დანის პირზე
120 გრამი შავი ქლიავი
1 ჩაის კოვზი შაქარი
პილპილი, მარილი
პოპულარული რეცეპტი

კაკაო გავხსნათ ნახევარ ჭიქა მდუღარე...

კვერცხი ვხარშოთ 10 წუთის განმავლობა...

მჟავე რძე გავხსნათ ანადუღარი ცივი წ...

მსუქანი ღორის ხორცის მთლიანი ნაჭერი...

ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი ც...

გადარჩეულ, გარეცხილ ალუბალს ფრთხილა...