კატალოგი
ხაჭაპური ნაზავი ცომისაგან
| ბეჭდვა |
მაწონში ჩავასხათ ძმარში გახსნილი სოდა და ცოტა ხანს გავაჩეროთ, კვერცხი კარგად გავთქვიფოთ გამდნარ კარაქთან და დავამატოთ მომზადებული მაწონი. მოვზილოთ ცომი და 1-2 საათი სითბოში გავაჩეროთ; როცა გაფუვდება გავაბრტყელოთ, დავადოთ ყველის გულსართი, მოვუკრათ პირი, გადავიტანოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, ხელით კარგად გავაბრტყელოთ, რომ ფურცელი მთლიანად შეივსოს. ზემოდან წავუსვათ რძეში ან წყალში გახსნილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ.
მასალა:
კვერცხი - 4 ცალი
კარაქი - 100 გრამი
მაწონი - 0,5 ლიტრი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სადილის კოვზი
ფქვილი - რამდენსაც შეიზელს
ყველი - 500 გრამი
პოპულარული რეცეპტი

თევზი მოვხარშოთ სულ მცირე რაოდენობი...

250 გრამი მდუღარე რძეში ჩავყაროთ ნა...

შამპინიონები გავასუფთავოთ და გავრეც...

გარეცხილი, კურკაგაცლილი გარგარი ჩავ...

ყველაფერი ერთად, ყველაფერი ერთად!...

ხბოს ხორცის კუპატი მზადდება ისევე, ...


