კატალოგი
სატაცურის სუპი კალიფორნიულად
სატაცური კარგად გავრეცხოთ, მოვაჭრათ ბოლოები და ეს ბოლოები დავდგათ მოსაშუშად მცირე რაოდენობის წყალში. დარჩენილი სატაცური გაუთლელად მოვხარშოთ მსუბუქად დამარილებულ წყალში, გავწუროთ, მოვამზადოთ ამ მასისაგან ღია ფერის საწებელი, რომელსაც უნდა დავამატოთ შაქარი, დარჩენილი კარაქი და სატაცურის მოშუშული ბოლოები. კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. შემდეგ სუპი გადმოვდგათ ცეცხლიდან. ნაღები შევურიოთ კვერცხის გულებს, დავამატოთ ლიმონის წვენი და ცოტა მარილი. სუფრაზე მიტანის წინ შეგვიძლია მოვაყაროთ გახეხილი ანანასი. მასალა: 500 გრამი სატაცური სუპისათვის 1 ლიტრი წყალი 2 სუფრის კოვზი კარაქი 1-2 სუფრის კოვზი ფქვილი 1 არასრული ჩაის კოვზი შაქარი 1-2 სუფრის კოვზი ლიმონი ცოტა მარილი 2 კვერცხის გული 1 სუფრის კოვზი ნაღები 1-2 სუფრის კოვზი მსხვილ სახეხზე გახეხილი ანანასი (სურვილისამებრ)