კატალოგი
სიემანსბიფი
| ბეჭდვა |
ხორცი ხის ჩაქუჩით კარგად დავბეგვოთ ორივე მხრიდან, წავუსვათ მდოგვი და შევწვათ მარგარინში. ქვაბში გავადნოთ სალა, დავამატოთ გათლილი და ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, მსხვილად დაჭრილი ხახვი, ზემოდან დავაწყოთ შემწვარი ხორცის ნაჭრები. თითოეული ფენა მსუბუქად დავამარილოთ და მოვაყაროთ პილპილი. კერძს დავასხათ ბულიონი, დავახუროთ თავსახური და 20-30 წუთით დავდგათ მოსაშუშად. სუფრაზე ქოთნით მივიტანოთ.
მასალა:
3-4 პორციაზე
4 ნაჭერი ძროხის ხორცი
3 დიდი თავი ხახვი
600 გრამი კარტოფილი
80 გრამი წვრილად დაჭრილი სალა
2 ჭიქა ხორცის ბულიონი
მარილი, პილპილი
მდოგვი
შესაწვავად საჭირო ცხიმი
პოპულარული რეცეპტი

ბრინჯი გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვათავ...

ღომი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავასხათ...

მოხარშულ წყალში მოვხარშოთ ბრინჯი, გ...

ქაშაყი გავასუფთავოთ, გავჭრათ სიგრძე...

კვერცხის გულები, რძე და ფქვილი ავურ...

ავურიოთ ერთმანეთში შვრიის, ფქვილი, ...


