კატალოგი
ამოლესილი წითელი ლობიო იმერულად
| ბეჭდვა |
წითელი ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქოთანში ან ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და ვხარშოთ; თუ წყალი დაიშრო, დავამატოთ ადუღებული წყალი. როცა ლობიო მოიხარშება, ჩავყაროთ შიგ დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, დანაყილი ნიორი, წიწაკა, მარილი, დავუმატოთ ტყლაპი ან კვაწარახი, წამოვადუღოთ და კარგად ამოვლესოთ.
მასალა:
წითელი ლობიო - 1 კილოგრამი
ხახვი - 2 თავი
ქინძი - 6 ძირი
ტყლაპი (კვაწარახი) - 50 გრამი (1 სუფრის კოვზი)
ქონდარი, ოხრახუში - 4-4 ძირი
მარილი, ნიორი, წიწაკა - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

გასუფთავებული, გარეცხილი მთლიანი ინ...

ხბოს ხორცი და წყალში კარგად დამბალი...

ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ სპე...

შევარჩიოთ ახალი კომბოსტოს საშუალო ზ...

კარაქი ან მარგარინი დავკეპოთ დანით,...

სკუმბრია გავასუფთავოთ, მოვაშოროთ თა...


