კატალოგი
მოხრაკული საქონლის ხორცი ბროწეულით
| ბეჭდვა |
მსუქანი საქონლის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ. წვენი, რომელსაც ხორცი გამოყოფს, ცალკე ჭურჭელში გადავწუროთ და შევინახოთ.
ხახვი წვრილად დავკეპოთ, დავუმატოთ ხორცს და ერთად მოვხრაკოთ. მერე დავასხათ თავისივე წვენი, დავაყაროთ მარილი, პილპილი და ერთად კარგად მოვშუშოთ. სუფრაზე მიტანის წინ ავურიოთ შიგ მარცვლებად დარჩეული ბროწეული.
მასალა:
საქონლის ხორცი - 1 კილოგრამი
ხახვი - 500 გრამი
ბროწეულის წვენი - 1 ჭიქა
პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ორი კვერცხი გავთქვნიფოთ, დავაყაროთ ...

გადარჩეულ, გარეცხილ ალუბალს ფრთხილა...

2 ჩაის ჭიქა რძეში გავხსნათ საფუარი ...

ცხვრის ხორცს ჩამოვაჭრათ რბილი ნაჭრე...

შაქარი და კვერცხი ცილა ავთქვიფოთ, დ...

ისპანახი დავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვხ...


