კატალოგი
ლულაქაბაბი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, დუმა, ხახვი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, კოწახურით, გათქვეფილი კვერცხით და ხელით კარგად ავურიოთ. დავნაყოთ ნაწილებად, დავამრგვალოთ, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. როცა შეიწვება, ფრთხილად მოვაცილოთ შამფურიდან, სათითაოდ შევახვიოთ ლავაშში და დავალაგოთ თეფშზე. ცალკე მივიტანოთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური. შეგვიძლია შემწვარი ლულაქაბაბი ლავაშში არ გავახვიოთ, დავაწყოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური, ან ეს უკანასკნელი ცალკე მივიტანოთ.
მასალა:
ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი
დუმა - 100 გრამი
ხახვი - 2 თავი
კვერცხი - 2 ცალი
კოწახური, მარილი, პილპილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვა...

შევბრაწოთ თეთრი პურის ნაჭრები, წავუ...

გაცრილი ფქვილის, კარაქისა და კვერცხ...

ჭარხალი კანიანად გავრეცხოთ, შევწვათ...

ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ შიგ...

გარეცხილი, გასუფთავებული ბრიუსელის ...