კატალოგი
ჭარხლის სალათა
| ბეჭდვა |
წითელი ჭარხალი მოვხარშოთ, გავაცილოთ კანი, დავჭრათ წვრილ, ოთხკუთხედ ნაჭრებად. ხმელი სუნელი, დანაყილი ქინძიმ ზაფრანა დავნაყოთ ნიორთან ერთად, გავხსნათ მაიონეზში, დავამატოთ შავი პილპილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი - ქინძი, ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი. შევანელოთ მარილით და ყველაფერი ავურიოთ ჭარხალში. გადავიტანოთ სასალათეზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. ასეთივე სალათი შეიძლება მომზადდეს სტაფილოსაგან.
მასალა:
ჭარხალი - 1 კილოგრამი
მაიონეზი - 1 ქილა
მწვანილი, მწვანე ხახვი - 3-3 ძირი
ხმელი სუნელი, ქინძი, ზაფრანა - თითო ჩაის კოვზი
შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხახვი დავჭრათ და 20 წუთის განმავობა...

ჭიქანახევარი წყალი დავდგათ ცეცხლზე,...

ავიღოთ ცხვრის მსუქანი ხორცი, კარგად...

მოხარშულ ვირთევზას მოვაშოროთ კანი, ...

ცხვრის ან ბატკნის ხორცი დავჭრათ ნაჭ...

თევზი გავასუფთავოთ, გამოვაცალოთ შიგ...


