კატალოგი
დრეზდენული საშობაო ”კოვრიჟკა” ან ”კოვრიჟკა” ქიშმიშით
ცუკატები წვრილად დავჭრათ, ნუში დავნაყოთ, ცედრა გავხეხოთ. ყველა საჭირო პროდუქტი მოვამზადოთ საღამოდან და დავდგათ თბილ ადგილას. მეორე დღეს გავცრათ ფქვილი, გავხსნათ თბილ რძეში დროჟი და მოვამზადოთ წყალში გახსნილი საფუარიანი ფქვილი, დანარჩენი პროდუქტი შევურიოთ ფქვილს და დარჩენილ რძეს.  ყველაფერი კარგად გადავურიოთ წყალში გახსნილი საფუარიანი ფქვილიში და ვზილოთ ცომი წებოვანი თვისების გაქრობამდე. ცომი არ უნდა გვედგას სითბოს წყაროსთან ახლოს, რომ ცხიმი არ გაუვიდეს. ცომი 2 საათი მაინც უნდა იდგეს გასაფუებლად. შემდეგ დავყოთ ცომი 500-1200 გრამი წონის ნაჭრებად, შემდეგ ცომის თითოეული ნაჭერი ცალკე მოვზილოთ და გავაბრტყელოთ მოგრძო ზოლებად, თითოეულს მთელ სიგრძეზე გავუკეთოთ 1 სმ სიღრმის ჩაღრმავება. "კოვრიჟკები" უნდა ვაცხოთ კარგად გაცხელებულ ღუმელში 1 საათის განმავლობაში, შემდეგ წავუსვათ კარაქი და დავფაროთ შაქრის მინანქრით. კიდევ ერთხელ წავუსვათ კარაქო და მოვაყაროთ შაქრის პუდრა. ამავე რეცეპტით მზადდება ნუშის "კოვრიჟკა", მხოლოდ ქიშმიშის ნაცვლად უნდა ავიღოთ 500 გრამი ტკბილი და 80 გრამი მწარე ნუში. შაქარი 400 გრამი დაგვჭირდება. მასალა: 2 კილოგრამი ფქვილი 100 გრამი გადამდნარი ქონი 100 გრამი გასუფთავებული სალა 800 გრამი მარგარინი 850 გრამი ქიშმიში 150 გრამი ტკბილი და 65 გრამი მწარე ნუში 100 გრამი ცუკატი ლიმონის ცედრა 325 გრამი შაქარი ½ ლიტრი რძე 150 გრამი დროჟი 20 გრამი მარილი ¼ ჩაის კოვზი მუსკატი ზემოდან წასასმელად 400 გრამი კარაქი 125 გრამი შაქრის პუდრა ვანილი