კატალოგი
კარტოფილის სუპი
| ბეჭდვა |
ხორცი გავრეცხოთ, ჩავდოთ ცივ, ოდნავ დამარილებულ წყალში და დავდგათ მოსახარშად მზადყოფნამდე. ბულიონში ჩავამატოთ გასუფთავებული, წვრილად დაჭრილი მწვანილი, კარტოფილი. მოხარშული ხორცი დავჭრათ მცირე ზომის ნაჭრებად. ხახვი, ნიახური და ზირა ძალიან წვრილად დავჭრათ და როგორც კი კარტოფილი დარბილდება, ხორცთან ერთად დავუმატოთ ბულიონს. ვაცალოთ ბულიონს კიდევ ერთხელ წამოდუღება და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მოვაყაროთ ოხრახუში.
მასალა:
500 გრამი ძროხის ხორცი
1 კილოგრამი კარტოფილი
2 ½ ლიტრი წყალი
1-2 კონა მწვანილი სუპისათვის
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
1 პატარა თავი ხახვი
1 მცირე ზომის ნიახური
1 ჩაის კოვზი ზირა
მარილი
პოპულარული რეცეპტი

ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, ...

ამერიკა გვაოცებს...

შევარჩიოთ სიმწიფეში შესული პამიდვრე...

2 კვერცხის გული და ნახევარი ჩაის ჭი...

გათლილი, გულგამოცლილი და დაჭრილი კო...

მცენარეული ზეთი გავაცხელოთ, დავამატ...


