კატალოგი
ლეღვის პუდინგი კრეოლურად

ბეჭდვა ![]() |
![]() |
შაქარი და კვერცხი ცილა ავთქვიფოთ, დავამატოთ გამდნარი კარაქი, რძეში დამბალი თეთრი პური, ასევე რძე და გამომშრალი, წვრილად დაჭრილი ლეღვი. ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, ბოლოს დავამატოთ ცალკე ათქვეფილი კვერცხის ცილა. პუდინგის ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ საფანელი. ჩავასხათ მასში მომზადებული მასა და 2 საათის განმავლობაში ვხარშოთ ორთქლზე.
მასალა:
1-2 არასრული სუფრის კოვზი შაქარი
2 ცალი კვერცხი
60 გრამი კარაქი
120 გრამი თეთრი პური კანის გარეშე
250 გრამი ლეღვი
1 ჭიქა რძე
ცოტა საფანელი
პოპულარული რეცეპტი

მწვანე ლობიო, რომელიც კარგად არის მ...

ხაჭოს ხინკლის ცომი მზადდება იგივე წ...

ქათმის ხორცი და ვიჩინა გავატაროთ ხო...

კარაქი კარგად გავთქვიფოთ გათეთრებამ...

150 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ ...

ერთ ჩაის ჭიქა ვაშლის წვენში ჩავასხა...