კატალოგი
”უხა” როსტოვულად

ბეჭდვა ![]() |
![]() |
თევზის თავი, ფხები და კანი 30 წუთის განმავლობაში ვხარშოთ 2 ¼ ლიტრ ოდნავ დამარილებულ წყალში. კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად, ხახვი წვრილად დავჭრათ და დავასხათ საწურში გაწურული ბულიონი. დავამატოთ ოხრახუში და ნიახური და ვხარშოთ 20-25 წუთის განმავლობაში. ხარშვის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დავამატოთ ფარგას მომზადებული ნაჭრები, ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი, დაფნის ფოთოლი და პილპილის მარცვლები და ვხარშოთ სუპი დაბალ ცეცხლზე. სუპიდან ამოვიღოთ ოხრახუშისა და ნიახურის კონები და "უხაში" ჩავამატოთ ზეთი. ბოლოს სუპს მოვაყაროთ კამა და ოხრახუში.
მასალა:
4-6 პორციაზე
600-800 გრამი ფარგა
600 გრამი კარტოფილი
1 თავი ხახვი
350 გრამი პამიდორი
2 სუფრის კოვზი ზეთი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
10 ცალი პილპილის მარცვალი
1 კონა ოხრახუში
1 კონა ნიახური
2-3 სუფრის კოვზი კამა და ოხრახუში
მარილი
პოპულარული რეცეპტი

წვრილად დაჭრილი ან ხორცსაკეპ მანქან...

იოგურტი ავთქვიფოთ რძესთან ან არაჟან...

მხატვრული მხარე...

ნედლი თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ...

ცხვრის ან ბატკნის მსუქანი ხორცი დავ...

2 კვერცხის გული და ნახევარი ჩაის ჭი...