კატალოგი
გუგელჰუპფი - ვანილის ნამცხვარი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
დროჟი გავხსნათ თბილ წყალში, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, შაქარი, ვანილი, რომი, ლიმონის ცედრა და სულ ბოლოს - კვერცხის გულები. ჩავაყაროთ ფქვილი და კარგად ავთქვიფოთ. როდესაც ცომი თავისუფლად დაიწყებს ჭურჭლის კედლებიდან მოშორებას და გაუჩნდება ბუშტები, დავამატოთ წინასწარ გარეცხილი, გამშრალი და ფქვილში ამოვლებული ქიშმიში. (ცომი შეგვძლია 1-2 დღით თავდახურული დავდგათ სიცივეში). შემდეგ კარაქწასმული და ორცხობილა მოყრილი ფორმა გავავსოთ ცომით და დავდგათ თბილ ადგილას, რომ გაფუვდეს. ვაცხოთ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე ¾ - 1 საათის განმავლობაში. როდესაც ნამცხვარი ცოტა შეგრილდება, ფრთხილად ამოვიღოთ ფორმიდან, დავაფაროთ ხელსახოცი და ვაცალოთ ბოლომდე გაციება. სუფრაზე მიტანამდე მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
მასალა:
300 გრამი ფქვილი
20 გრამი დროჯი
1/8 ლიტრი რძე
160 გრამი კარაქი ან მარგარინი
4 ცალი კვერცხი გული
75 გრამი შაქარი
½ პაკეტი ვანილი
4-5 სუფრის კოვზი ქიშმიში
1 სუფრის კოვზი რომი
½ ლიმონის ცედრა
საფანელი
პოპულარული რეცეპტი

დროჟი გავხსნათ თბილ წყალში, დავუმატ...

სამ ჩაის ჭიქა პურის ფქვილს თანდათან...

სატაცური გავასუფთავოთ, მოვხარშოთ მა...

მწიფე პამიდვრებს გადავასხათ მდუღარე...

ლობიოს ღერები გავრეცხოთ, გავასუფთავ...

შევარჩიოთ ახალი კომბოსტოს საშუალო ზ...