კატალოგი
”ვარენიკები”
ბეჭდვა |
ფქვილის, კვერცხის, კარაქის, მარილისა და წყლისაგან მოვზილოთ საკმაოდ სქელი ცომი და გავაჩეროთ ½ საათი. გავადნოთ კარაქი, მოვხრაკოთ მასში სალას ნაჭრები, დავამატოთ დაჭრილი ოხრახუში. ფუნთუშა დავალბოთ. ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავასხათ წყალი, წამოვადუღოთ. ისპანახი, ფუნთუშა და შებოლილი ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევურიოთ ყველს, დაჭრილ ხორცს, კვერცხს (1 კვერცხის გული ზემოდან წასასმელად დავტოვოთ), მოხრაკულ ხახვს. დავამატოთ მარილი და პილპილი. ცომი გავაბრტყელოთ თხელ ფირფიტად და ცომის ერთ ნახევარზე თანაბრად გადავანაწილოთ შიგთავსი. ზემოდან დავაფაროთ ცომის მეორე ნაწილი. დანით ამოვჭრათ ვარენიკები და კიდეები კარგად შევაწებოთ. ჩავუშვათ მდუღარე წყალში 10 წუთით, შემდეგ ამოვიღოთ და ვაცალოთ დაწურვა. სუფრაზე ხორცის ბულიონთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
ცომისათვის
300 გრამი ფქვილი
3 ცალი კვერცხი
½ სუფრის კოვზი კარაქი
3 სუფრის კოვზი წყალი
მარილი
შიგთავსისათვის
500 გრამი ისპანახი
250 გრამი უმი დაჭრილი ხორცი
1 ცალი ფუნთუშა
50 გრამი სალა
50 გრამი შებოლილი ხორცი
4 ცალი კვერცხი
1 სუფრის კოვზი მარგარინი
1 თავი ხახვი
1-2 სუფრის კოვზი ოხრახუში
მარილი, პილპილი, მუსკატი
პოპულარული რეცეპტი
ხორცი დავჭრათ კუბიკებად და მოვშუშოთ...
ტკბილი წიწაკა დავჭრათ თხელ ზოლებად,...
წიწაკა გავრეცხოთ და გავასუფთავოთ თე...
მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ, მოვათა...
ახლად დაწურული თეთრი ყურძნის ტკბილი...
მოვზილოთ დროჟიანი ცომი, დავდგათ 1 ს...