კატალოგი
"ლაბსკაუსი"
ბეჭდვა |
ხორცი ვხარშოთ დარბილებამდე, ვაცალოთ შეგრილება და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. კარტოფილი მოვხარშოთ უმარილოდ, გადავასხათ წყალი და მოვამზადოთ პიურე. ნახევარი პორცია ჭარხალი, 2 ცალი კიტრი და 2 ნაჭერი ქაშაყი მსხვილად დავჭრათ. გავადნოთ ცხიმი ქვაბში და შევწვათ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი. დავამატოთ ხორცი, კარტოფილის პიურე, დაჭრილი ჭარხლის მარინადი, კიტრი და ქაშაყი. მოვაყაროთ პილპილი (მარილის რაოდენობა ამ პროდუქტებში საკმარისია). გავაცხელოთ პიურე, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. გარნირად მივიტანოთ ნაკლებ მარილიანი ქაშაყი, ნაჭრებად დაჭრილი ჭარხალი, კიტრი. თითო პორციას ასევე უნდა მოყვებოდეს თითო ერბო კვერცხი.
მასალა:
350-400 გრამი უცხიმო დამარილებული ხორცი (ტარეხი)
1 კილოგრამი კარტოფილი
6 კარგად დამბალი და გარეცხილი ქაშაყის ნაჭერი
3 ცალი მჟავე კიტრი
250 გრამი წითელი ჭარხლის მარინადი
2 თავი ხახვი
3 სუფრის კოვზი ცხიმი
პილპილი
4 ცალი ერბო-კვერცხი
პოპულარული რეცეპტი
მჟავე რძე გავხსნათ ანადუღარი ცივი წ...
მწიფე პამიდვრებს გადავასხათ მდუღარე...
კარგად გასუფთავებული, თბილ წყალში გ...
ბადრიჯანი ჩავჭრათ სამი-ოთხი სანტიმე...
ფქვილის, კვერცხისა და რძისაგან მოვა...
შევარჩიოთ კაკლისოდენა პამიდვრები. ფ...