კატალოგი
თევზი კარაქში
ბეჭდვა |
სუპისათვის საჭირო მწვანილი გავასუფთავოთ და გავრეცხოთ. ხახვის თავი გავჭრათ ორ ნაწილად. ხახვს, დაფნის ფოთოლს, პილპილს, ძმარს დავასხათ მცირე რაოდენობის წყალი და წამოვადუღოთ. თევზი გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაწილებად, დავასხათ წყალი, მივიყვანოთ დუღილამდე, ცეცხლს დავუკლოთ და თევზი სულ დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 10-20 წუთის განმავლობაში. ფქვილისა და კარაქისაგან მოვამზადოთ ღია ფერის საწებელი და ზემოდან დავასხათ 2 ჭიქა გაწურული ბულიონი. დავამატოთ არაჯანი და კამა, შემდეგ შაქარი, პილპილი, ძმარი, პირშუშხა და გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავამატოთ კვერცხის გული და ოხრახუში. მიღებული სქელი სოუსი დავასხათ თევზს (მანამდე თევზი სითბოში უნდა გვქონდეს). სუფრაზე კერძი მოხარშულ კარტოფილთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
1 კილოგრამი თევზი
1 თავი ხახვი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
3 მარცვალი პილპილი
1 კონა სუპის მწვანილი
1-1 ½ სუფრის კოვზი ძმარი
2 სუფრის კოვზი კარაქი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
1/8 ლიტრი არაჟანი
1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა
½ სუფრის კოვზი პირშუშხა
1-2 ცალი კვერცხის გული
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
ცოტა შაქარი
პილპილი, მარილი
პოპულარული რეცეპტი
ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, მო...
ფქვილი გავცრათ. დროჯი გავხსნათ ნახე...
გასუფთავებული, წვრილად დაჭრილი ბოსტ...
ბრინჯი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყარ...
კარაქი ან მარგარინი კარგად დავკეპოთ...
ნახევარ ჩაის ჭიქა ცივ ყავას დავამატ...