კატალოგი
საპსო
| ბეჭდვა |
ხორცი წვრილად დავჭრათ. დავამატოთ ხახვი, შაქარი, მარილი, პილპილი და გავაჩეროთ 1 საათით. თუ ხორცი არ გამოყოფს საკმარისი რაოდენობის წვენს და მშრალად მოგვეჩვენება, დავამატოთ წყალი და ვშუშოთ ხორცი 10 წუთის განმავლობაში. სტაფილო დავჭრათ თხელ ნაჭრებად და დავამატოთ ხორცს, 5 წუთის შემდეგ დავამატოთ კომბოსტო, შემდეგ ხახვი და ისევ წყალი, რომ ბოსტნეული მთლიანად დაიფაროს. საგოს დავასხათ ცივი წყალი და ცალკე მოვხარშოთ. სუპი მოვხარშოთ ფქვილთან ერთად, დავამატოთ მარილი და პილპილი, წამოვადუღოთ. სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ კარაქი. საპსო სუფრაზე ცხელი მივიტანოთ.
მასალა:
2-3 პორციაზე
500 გრამი კომბოსტო
3-4 ცალი მწვანე ხახვის ფოთოლი
250 გრამი ძროხის ან ღორის ხორცი
3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო
50 გრამი საგო
1 კბილი ნიორი
2 ჩაის კოვზი შაქარი
ცოტა პილპილი
ხორბლის ფქვილი
პოპულარული რეცეპტი

შოკოლადი გავადნოთ მაღალ ჭურჭელში, დ...

თევზი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. ცხიმი ...

მომზადებულ ინდაურს გარედან შევაზილო...

მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით, ...

დავჭრათ ხორცი კუბიკებად (3x3 სმ), ჩ...

ხახვი დავჭრათ რგოლებად, მოვასხათ არ...


