კატალოგი
ლობიო ქოთანში ბერძნულად
| ბეჭდვა |
ლობიო დავალბოთ მთელი ღამით, მეორე დღეს მოვხარშოთ და სითხე გადავასხათ ცალკე ჭურჭელში. ხახვი დავჭრათ რგოლებად და მსუბუქად მოვხრაკოთ მცენარეულ ზეთში, შემდეგ კარგად მოვაყაროთ როგორც შავი, ისე წითელი პილპილი. ცეცხლგამძლე ჭურჭელში თანმიმდევრობით მოვათავსოთ ლობიოს ფენა და შებრაწული ხახვის ფენა (ზედა ფენა ლობიოსი უნდა იყოს), ყველაფერს მოვასხათ დარჩენილი მცენარეული ზეთი და დავასხათ წყალი, რომელშიც ლობიო იხარშებოდა. ვშუშოთ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში და სუფრაზე იმავე ჭურჭლით მივიტანოთ.
მასალა:
150 გრამი ლობიო
6 დიდი თავი ხახვი
5-6 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
½ ლიტრი წყალი
1 სავსე ჩაის კოვზი მარილი
½ ჩაის კოვზი პილპილი
1 არასრული სუფრის კოვზი წითელი პილპილი
პოპულარული რეცეპტი

ყვითელი ქლიავი (ძალიან მწიფე არ უნდ...

მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით, ...

კვერცხი გავთქვიფოთ მარილთან ერთად, ...

წიწაკის ღერი დავჭრათ და შევურიოთ წვ...

შევარჩიოთ სიმწიფეში შესული პამიდვრე...

ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის კუბიკება...


