კატალოგი
ბოსტნეული ქოთანში ბერძნულად
| ბეჭდვა |
ხორცი და ბოსტნეული (გარდა ბადრიჯანისა) გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, კარგად მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ბადრიჯანს გადავასხათ მდუღარე წყალი და მოვაშოროთ კანი. ცხიმწასმული ფორმის ფსკერზე (უმჯობესია ცეცხლგამძლე ქოთანი) დავასხათ კარტოფილის პიურე, პიურეზე კი ხორცისა და ბოსტნეულის მასა, შემდეგ დაჭრილი ბადრიჯანი, ზემოდან კი სალას კუბიკები. ზემოდან მოვაყაროთ საფანელი, დავაწყოთ კარაქის ან მარგარინის კუბიკები. ფორმა მოვათავსოთ ღუმელში და ბოსტნეული საშულო ტემპერატურაზე მზადყოფნამდე ვშუშოთ.
მასალა:
400 გრამი ძროხის ხორცი
2-3 ღერი პრასი
250 გრამი სტაფილო
2 ცალი ბადრიჯანი
125 გრამი სალა
150 გრამი ნიახური
1 მუჭა კარგად გასუფთავებული სოკო
მარილი, პილპილი
2 ჭიქა კარტოფილის პიურე
2 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
2 სუფრის კოვზი საფანელი
პოპულარული რეცეპტი

კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ კუბიკებ...

ღამით დამბალი მწვანე მუხუდოს, ძროხი...

ისპანახი დავარჩიოთ, ძირები დავჭრათ,...

ახალი, წითელწინწკლებიანი კალმახი გა...

ძროხის ან ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრ...

1 ½ ლიტრ წყალში ჩავყაროთ მარილი და ...


