კატალოგი
ბადრიჯნის ხიზილალა ბროწეულით
| ბეჭდვა |
ბროწეულიდან გამოვწუროთ წვენი, დავუმატოთ დანაყილი ნიორი, ქინძი, მარილი და ავურიოთ. ბადრიჯანი გავრეცხოთ და მთელ-მთელი კანიანად შევწვათ. შემდეგ მოვაცილოთ კანი, კარგად დავკეპოთ, დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი წიწაკა, გამზადებული ბროწეულის წვენი და ავურიოთ. მერე მოვათავსოთ თეფშზე, შევალამაზოთ, მოვაყაროთ ძალიან წვრილად დაკეპილი ხახვი და ბროწეულის მარცვლები.
მასალა:
ბადრიჯანი - 500 გრამი
ხახვი - 2-3 თავი
ბროწეული - 2-3 ცალი
ნიორი - 2-3 კბილი
ქინძი - 4-5 ძირი
წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

გარჩეული და სუფთად გარეცხილი შინდის...

ხახვი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად მ...

ვიჩინის ნაჭერზე მოვათავსოთ ყველის ნ...

1 კგ ფორთოხალს ყვითელი კანი თხლად ა...

სამი კვერცხი მთლიანად გავთქვიფოთ ჭი...

გადარჩეული სალათი გავრეცხოთ, მოვათა...


