კატალოგი
ისპანახის რულეტი პორტუგალიურად
ბეჭდვა |
ფქვილის, კვერცხისა და რძისაგან მოვამზადოთ ომლეტის ცომი და დავდგათ 1 საათით. გადავარჩიოთ ისპანახი, გავრეცხოთ, გადავუსხათ წყალი, გავაშროთ და გადავასხათ მდუღარე წყალი. შემდეგ ისპანახი საკმაოდ მსხვილად დავჭრათ, შევურიოთ გახეხილი ხახვი, პილპილი, მარილი, მუსკატის კაკალი, ლიმონის წვენი, მცენარეული ზეთი და დავდგათ მოსაშუშად. ცალკე მოვამზადოთ ანჩოუსები, გავასუფთავოთ და დავყოთ ნაწილებად. ტაფაზე გავაცხელოთ მცენარეული ზეთი, ჩავასხათ ცოტა ცომი და ომლეტი ორივე მხრიდან შევწვათ მის ზედაპირზე მოოქროსფრო აპკის გაჩენამდე. ასეთივე წესით მოვამზადოთ მეორე ომლეტი. ორივე ომლეტზე მოვათავსოთ ისპანახი, ერთად გადავახვიოთ და მოვათავსოთ გამოსაცხობად საჭირო ფორმაში. ზემოდან მოვასხათ ტომატის სოუსი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. გამოვაცხოთ ღუმელში.
მასალა:
2-3 პორციაზე
1 კილოგრამი ისპანახი
1 თავი ხახვი
პილპილი, მარილი
მუსკატის კაკალი
ლიმონის წვენი
მცენარეული ზეთი
1 ჭიქა ფქვილი
1 ცალი კვერცხი
რძე
2-3 ცალი პამიდორი
3-4 ანჩოუსი
1 ჭიქა ტომატის სოუსი
1 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
პოპულარული რეცეპტი
3 ჩაის ჭიქა გაცრილი სიმინდის ფქვილი...
ნახევარი პორცია კარტოფილი გავასუფთა...
კვერცხის გულები და შაქრის ფხვნილი კ...
გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ენა...
4 ცალი კვერცხის ცილა დიდხანს ვთქვიფ...
კვერცხი 30 წუთის განმავლობაში ვთქვი...