კატალოგი
პუჩერო
ღამით დამბალი მწვანე მუხუდოს, ძროხის ხორცს და ბარკალს დავასხათ წყალი და ვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე. შემდეგ დავამატოთ ძეხვი, კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი, პილპილი და ვხარშოთ მზადყოფნამდე. "კლიოცკებისათვის" მომზადებული ღორის ბარკალი, სალა, ნიორი და ოხრახუში წვრილად დავჭრათ, დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი, ცოტა ხორცის ბულიონი და საფანელი, მოვზილოთ მასა და გავაკეთოთ "კლიოცკები". "კლიოცკები" შევბრაწოთ მოოქროსფრო-მოყვითალო ფერის მიღებამდე დიდი რაოდენობით მცენარეულ ზეთში ("კლიოცკები" უნდა დაცურავდნენ). სუფრაზე მიტანის წინ "კლიოცკები" ჩავუშვათ მომზადებულ სუპში. მასალა: 500 გრამი უცხიმო ძროხის ხორცი 250 გრამი ღორის ბარკალი 125 გრამი მწვანე მუხუდო ან თეთრი ლობიო 100 გრამი ნივრის ძეხვი 250 გრამი სტაფილო 1 თავი ხახვი მარილი 1 ცალი დაფნის ფოთოლი 5-6 მარცვალი შავი პილპილი "კლიოცკებისათვის" 40 გრამი სალა 50 გრამი ღორის ბარკალი 2 ცალი კვერცხი ხორცის ბულიონი 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში ნიორი გემოვნებისამებრ საფანელი შესაწვავად საჭირო მცენარეული ზეთი