კატალოგი
მოხარშული თართი ან ზუთხი ძმრის საწებლით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
გასუფთავებული, გარეცხილი თართის ან ზუთხის მთლიანი ნაჭერი ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ, გავაცივოთ, დავჭრათ მოგრძო, თხელ ნაჭრებად და დავალაგოთ ლანგარზე.
თევზის ბულიონს (თავისი სიმსუქნით) დავუმატოთ ძმარი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ავურიოთ და ლანგარზე დაწყობილ თევზს გადავასხათ. ზევიდან მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.
მასალა:
თევზი - 1 კილოგრამი
ხახვი - 2 თავი
ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა
ბულიონი (თავისი სიმსუქნით) - 0,5 ჩაის ჭიქა
ქინძი - 5-6 ძირი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

წვრილად დაჭრილი სალა და ვიჩინა შევწ...

ბრინჯი გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვათავ...

კომბოსტო გავრეცხოთ, 10 წუთით ჩავუშვ...

ქვაბში ჩავასხათ რძე და ავადუღოთ. მე...

გრძელი მენიუ...

ხორცს გავაცალოთ ნეკნები, გულ-მკერდი...