კატალოგი
ნიგვზის ჩხირები
| ბეჭდვა |
გაცრილი ფქვილის, კარაქისა და კვერცხისაგან მოვზილოთ ცომი (შეგვიძლია დავამატოთ რამოდენიმე სუფრის კოვზი რძეც). 1 საათით დავდგათ სიცივეში, შემდეგ გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ჟარუნაზე უცხიმოდ, შევდგათ ძალიან ცხელ ღუმელში (180-200°-მდე) და ვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ვაცალოთ გაციება და წავუსვათ მარმელადის თელი ფენა.
შიგთავსისათვის საჭირო პროდუქტები შევურიოთ ერთმანეთს, მოვათავსოთ მარმელადის ფენაზე და 10-15 წუთით შევდგათ ღუმელში. როგორც კი ნიგოზი შეწითლდება, ჟარუნა გამოვიღოთ ღუმელიდან. როდესაც ღვეზელი გაცივდება, დავჭრათ ის 2X4 სმ სისქის ნაჭრებად.
მასალა:
ცომისათვის
250 გრამი ფქვილი
125 გრამი გადამდნარი ქონი ან მარგარინი
1 ცალი კვერცხი
მარმელადი
შიგთავსისათვის
125 გრამი დანაყილი ნიგოზი
125 გრამი შაქარი
1 ცალი კვერცხი
2 სუფრის კოვზი რძე
პოპულარული რეცეპტი

ხორცი ვხარშოთ დარბილებამდე, ვაცალოთ...

წითელი ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ...

ქვაბში ჩავყაროთ შაქრის ფხვნილი, დავ...

თევზი მსუბუქად მოვშუშოთ, დავჭრათ ნა...

ქერის ბურღული მოვხარშოთ წყალში, შემ...

ხორცი გავრეცხოთ, ჩავდოთ ცივ, ოდნავ ...


