კატალოგი
ჟელე წითელი ღვინით (მეორენაირად)

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ქვაბში ჩავყაროთ შაქრის ფხვნილი, დავასხათ ცხელი წყალი და ავადუღოთ. მერე ჩავუმატოთ წინასწარ ცივ წყალში დამბალი და გაწურული ჟელატინი, კარგად ავურიოთ და ხსნარი მივიყვანოთ ადუღებამდე; ჩავასხათ შიგ წითელი ღვინო, დავუმატოთ გემოვნებით ვანილი და ლიმონის მჟავას ხსნარი. ცხელი სიროფი გავწუროთ, ოდნავ შევაგრილოთ, ჩავასხათ ყალიბებში და გავაცივოთ. სუფრაზე მიტანის დროს აღნიშნული ჟელე შეიძლება მოვრთოთ ხილით, ან მურაბით.
მასალა:
წითელი ღვინო - 1 ჩაის ჭიქა
წყალი - 2 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი - ¾ ჩაის ჭიქა
ჟელატინი - 25 გრამი
ლიმონის მჟავა, ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ ძალიან თხელ ნაჭრებად,...

წვრილად დაჭრილი ვაშლი ჩავყაროთ ტაშტ...

კარაქი კარგად დავარბილოთ და ავთქვიფ...

3 კვერცხისა და 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფ...

კუბიკებად დაჭრილი ცხვრის ხორცი მოვა...

ხორცი დავჭრათ 2 სმ სისქის ნაჭრებად ...