კატალოგი
კალმახი ოხრიდულად

ბეჭდვა ![]() |
![]() |
თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და გამოვტენოთ წინასწარ დარბილებული შავი ქლიავით, შემდეგ დავასხათ მდუღარე წყალი. ნახევარი პორცია ოხრახუში და წვრილად დაჭრილი ნიორი მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში, შემდეგ დავამატოთ თევზი, დარჩენილი მცენარეული ზეთი, ძმარი და უფრო მოგვიანებით - ცოტა წყალი. დავამატოთ მარილი და პილპილი. კალმახი შევდგათ ცხელ ღუმელში 20-30 წუთით, შემდეგ კი სწრაფად გადავიტანოთ შემთბარ თფშზე. კვერცხები ავთქვიფოთ, ფრთხილად შევურიოთ წვრილად დაჭრილ ნიორს (1 კბილი) და ოხრახუშს და დავამატოთ ლიმონის წვენი. კვერცხები დავასხათ ტაფაზე, რომელზეც კალმახი იწვებოდა, თან ფრთხილად ვურიოთ. როდესაც ერბოკვერცხი შესქელდება, გადავიტანოთ ის ლიმონის ნაჭრებით გაფორმებულ თევზებზე და სუფრაზე მაშინვე მივიტანოთ თეთრ პურთან ერთად.
მასალა:
2 ცალი კალმახი (დაახლოებით 500 გრამი წონის)
200 გრამი ოხრახუში
2 კბილი ნიორი
50 გრამი შავი ქლიავი
½ ჭიქა მცენარეული ზეთი
ცოტა ძმარი
4 ცალი კვერცხი
2 ლიმონი
მარილი და პილპილი
პოპულარული რეცეპტი

ცხვრის ან ბატკნის მსუქანი ხორცი დავ...

ახლად დაწურული თეთრი ყურძნის ტკბილი...

ზეთი გავაცხელოთ, მსუბუქად მოვხრაკოთ...

შევარჩიოთ ახალი კომბოსტოს საშუალო ზ...

ახალი, საღი პამიდორები გავრეცხოთ ცი...

მოვამზადოთ ცომი და გაავჩეროთ ½ საათ...