კატალოგი
ტარხუნის ღვეზელი
ბეჭდვა |
მაწონით, კვერცხითა და კარაქით მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ფქვილში შერეული სოდა, გადავკეცოთ რამოდენიმეჯერ. ეს პროცესი გავიმეოროთ სამჯერ. ცომი დავდგათ ჯერ სითბოში (დაახლოებით 1 საათი), შემდეგ კი შევდგათ მაცივარში (არანაკლებ 2 საათისა). ცომი გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ გულსართი, გავასწოროთ, კარგად გავაბრტყელოთ ცომის მეორე ნაწილი, გადავაფაროთ, ნაპირები კარგად მოვუკრათ, ზემოდან წავუსვათ არაჟანში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად (დაბალ ცეცხლზე).
გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად: ტარხუნა და მწვანე ხახვი გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ (ტარხუნას კლერტები უნდა გავაცალოთ), ჩავყაროთ ქვაბში, და კარაქთან ერთად კარგად მოვშუშოთ. კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, დავჭრათ წვრილად და შევურიოთ მოშუშჲლ ტარხუნას და ხახვს. შევაზავოთ მარილითა და შავი პილპილით.
მასალა:
მაწონი - 1,5 ჩაის ჭიქა
კვერცხი - 3 ცალი (1 ზემოდან წასასმელად)
კარაქი - 100 გრამი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
არაჟანი - 1 სუფრის კოვზი
მასალა გულსართისათვის:
ტარხუნა - 3 მოზრდილი კონა
მწვანე ხახვი - 2 კონა
კარაქი - 50 გრამი
კვერცხი - 2-3 ცალი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
მთელ-მთელი ბადრიჯანი შევწვათ ნაკვერ...
კარგად გარეცხილ ალუბალს გამოვაცალოთ...
ისპანახი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, ვ...
შიგნეული გულდასმით გავასუფთავო, გავ...
კარაქში დარბილებამდე მოვხრაკოთ ხახვ...
გელაქნური მოვხარშოთ ჩვეულებრივი წეს...