კატალოგი
ტვინით ფარშირებული კოლრაბი (კომბოსტოს სახეობა)
| ბეჭდვა |
კოლრაბი გავასუფავოთ, ფრთხილად მოვაშოროთ შუაგული. ვხარშოთ მარილიან წყალში ნახევრად მზადყოფნამდე. ტვინი გავასუფთავოთ აპკებისაგან და შევბრაწოთ დაჭრილ ხახვთან ერთად კარაქში. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ პილპილი, მარილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, დავასხათ ათქვეფილი კვერცხი და კარგად ავურიოთ. მომზადებული კოლბარები გამოვტენოთ ამ ფარშით, მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, ზემოდან დავაწყოთ კარაქის რამდენიმე ნაჭერი, დავასხათ ცოტა წყალი, რომელშიც კომბოსტო იხარშებოდა, დავამატოთ არაჟანი და შევდგათ ღუმელში 20-30 წუთით. სუფრაზე მოხარშულ კარტოფილთან ან ბრინჯთან ერთდ მივიტანოთ.
მასალა:
8 ცალი კოლრაბი
400 გრამი ხბოს ტვინი
150 გრამი კარაქი ან მარგარინი
1/8 ლიტრი არაჟანი
1 თავი საშუალო ზომის ხახვი
1 ცალი კვერცხი
ოხრახუში
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი

მომზადებამდე 2-3 საათით ადრე ხაჭო გ...

გასუფთავებული, გარეცხილი მთლიანი ინ...

კიტრის მწნილის მოსამზადებლად შევარჩ...

სტუმართმოყვარე ყაზახები...

ყვავილოვანი კომბოსტო დავარჩიოთ, გავ...

2 კვერცხის გული და ერთი კვერცხი მთლ...


