კატალოგი
მიტიტეი
ხორცი და სალა 2-3-ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავამატოთ ძმრით ან ლიმონის წვენით ოდნავ შეზავებული სასმელი სოდა. დავასხათ ცივი ბულიონი და კოვზით ვთქვიფოთ მანამდე, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. დღე ღამე გავაჩეროთ ყინულზე, შემდეგ მასა კარგად მოვზილოთ და დავამატოთ ცოტა გაწურული ნივრის წვენი. მომზადებული ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, რომელსაც ჩავუდგათ შინაური ძეხვის მოსამზადებელი სპეციალური დანა, გატარების პარალელურად ხორცსაკეპი მანქანიდან გამოსული ხორცი ჩამოვჭრათ ხელის გულის სისქის ზომის ნაჭრები, ხელებიც და მიტიტეის დასადებად გამოყენებული ხის დაფაც გავასველოთ ცივ წყალში.. მიტიტეი უნდა შევბრაწოთ ნაკვერჩხალზე, გრილზე, რომელიც კარგად უნდა გავაცხელოთ და შემდეგ წავუსვათ ხბოს სალა. მიტიტეის შეწითლების პარალელურად, უნდა ვასხათ ნივრის წვენი, რომელსაც წინასწარ მცენარეული ზეთი უნდა შევურიოთ. სუფრაზე ძალიან ცხელი უნდა მივიტანოთ. მიტიტეის შეწვა გაზქურაზეც შეგვიძლია, კარგად გაცხელებულ ცხიმწასმულ ტაფაზე. წვისას განუწყვეტლივ ვანჯღრიოთ ტაფა. მასალა: 1 კილოგრამი ძროხის ხორცი (კისრის ნაწილი) 250 გრამი ხბოს სალა 1 ჩაის კოვზი სასმელი სოდა 1 ჭიქა ცივი ბულიონი ნიორი, პილპილი მარილი ძმარი ან ლიმონის წვენი მცენარეული ზეთი