კატალოგი
მჟავე სუპი ხორცის ფრიკადელკებით
სტაფილო, ხახვი, ოხრახუშის ძირი გავასუფთავოთ, წვრილად დავჭრათ და 2 ლიტრ მსუბუქად დამარილებულ წყალში ან ძვლის ბულიონში, დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ბრინჯი. ქატოს ნაყენი წამოვადუღოთ და ასევე ჩავასხათ ბულიონში. ხორცი და რძეში დარბილებული და კარგად გაწურული პურის ნაჭერი და სალა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ეს მასა შევურიოთ წვრილად დაჭრილ ხახვს, კვერცხს და 2 სუფრის კოვზ ნახევრად მოხარშულ ბრინჯს. გემოვნებისამებრ მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ხელებზე ცივი წყალი გადავივლოთ და გავაკეთოთ კაკლის ფორმის ფრიკადელკები. ჩავყაროთ ისინი მდუღარე ბულიონში და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. 20 წყთის შემდეგ დავამატოთ კანგაცლილი, წვრილად დაჭრილი და თესლგამოცლილი პამიდორი. როგორც კი ფრიკადელკები ამოტივტივდება (დაახლოებით 10 წუთის შემდეგ) - სუპი მზადაა. მოვაყაროთ ოხრახუში და კამა. დავამატოთ ნაღები და სუფრაზე ცხელი მივიტანოთ. მასალა: 2 ლიტრი წყალი ან ძვლის ბულიონი 1 ლიტრი ქატოს ნაყენი (მომზადების წესი იხ. ქვემოთ) 2 ცალი სტაფილო 2 თავი ხახვი 1 ძირი ოხრახუში 3 სუფრის კოვზი ბრინჯი 400-500 გრამი ძროხის ან ღორის ხორცი 500 გრამი სალა 1 ცალი კვერცხი მარილი, პილპილი 3 ცალი პამიდორი 3 სუფრის კოვზი ოხრახუში 1 სუფრის კოვზი დაჭრილი კამა ნაღები