კატალოგი
პოლიო კონ აროს - ქათამი ბრინჯით
ბეჭდვა |
ქათამი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი, ½ ლიმონის წვენი და დასრესილი ნიორი, გავაჩეროთ ½ - 1 საათი. ამასობაში გავაცხელოთ მცენარეული ზეთი, დავამატოთ დასრესილი ნიორი, მსხვილად დაჭრილი ხახვი და თხელ რგოლებად დაჭრილი ტკბილი წიწაკა, დავდგათ მოსაშუშად. როდესაც ნიორი და ხახვი დარბილდება, დავამატოთ ტომატ-პიურე და შემდეგ 4-8 ნაჭრად დაჭრილი ქათამი, ვშუშოთ მზადყოფნამდე. როდესაც ხორცი დარბილდება, გადავიტანოთ ის ცალკე ჭურჭელში და დავდგათ თბილ ადგილას. კარგად გარეცხილი და გამშრალი ბრინჯი ჩავდოთ ქვაბში, რომელშიც ხორცი იშუშებოდა. ბრინჯი და სოუსი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ თეთრი ღვინო, 4 ჭიქა წყალი ან ქათმის ბულიონი და წიწაკის მარინადის წვენი (ასევე შეგვიძლია დავასხათ მუხუდოს კონსერვის წვენი). ყველა პროდუქტი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ქათმის ხორცი ზემოდან უნდა მოთავსდეს. დავდგათ ცეცხლზე, როდესაც ბრინჯი სითხეს შეიწოვს, დავამატოთ მწვანე მუხუდო. კერძი კიდევ 5 წუთი დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გადმოვიღოთ და გავაფორმოთ ტკბილი წიწაკის ღერბით.
მასალა:
4-6 პორციაზე
1 ცალი 1 -1 ½ კილოგრამი წონის ქათამი
½ ლიმონის წვენი
3-4 კბილი ნიორი
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 დიდი თავი ხახვი
1 ღერი ტკბილი წიწაკა
მარილი
შავი პილპილი დანის პირზე
½ ჭიქა ტომატ-პიურე
1 ჩაის კოვზი წითელი დანაყილი პილპილი
2 ჭიქა ბრინჯი
½ ჭიქა თეთრი ღვინო
1 კონსერვის ქილა მწვანე მუხუდო
რამოდენიმე ღერი ტკბილი წიწაკის მარინადი
4 ჭიქა ქათმის ბულიონი ან წყალი
პოპულარული რეცეპტი
ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ, შევ...
ეკალა გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყარო...
15 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ კარგად,...
24 ჩაის კოვზი ნატურალური ყავა (შეიძ...
კვების კულტურა...
ხახვი მოვშუშოთ ცხიმში, კარგად ავთქვ...