კატალოგი
სავარენი
ბეჭდვა |
ფქვილი გავცრათ, შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ მასში თბილ რძეში გახსნილი დროჟი. მოვზილოთ ცომი და დავდგათ თბილ ადგილას გასაფუებლად. კარაქი გავადნოთ, დავამატოთ 120 გრამი შაქარი, ლიმონის გახეხილი კანი და წვენი, ცოტა მარილი, ბოლოს კი ნელ-ნელა შევურიოთ კვერცხის გულები. მიღებულ ცომს მოვაყაროთ ფქვილი და მოვათავსოთ ღუმელში, რომელსაც წინასწარ უნდა წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ორცხობილა (ცომმა არ უნდა დაიკავოს სიმაღლეში ფორმის ¾ -ზე მეტი). სავარენის გამოცხობა რამდენიმე ფორმაშიც შეგვიძლია. ფორმების ღუმელში შეწყობამდე გავაჩეროთ ცოტა ხანი თბილ ადგილას, რომ ცომი ამოფუვდეს. შემდეგ გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურამდე გაცხელებულ ღუმელში.
დარჩენილი შაქარი გავხსნათ წყლით, წამოვადუღოთ და დავამატოთ რომი. თბილი სავარენი ამოვიღოთ ფორმიდან, ჩავასხათ მასში სითხე და ვაცალოთ გაჟღინთვა. სავარენი შეგვიძლია სუფრაზე მივიტანოთ როგორც თბილი, ასევე ცივი, ათქვეფილ ნაღებთან ერთად. ტორტის შუაში ასევე შეგვიძლია მოვათავსოთ ხილი ან ვანილის, თხილის ან ყავის კრემი.
მასალა:
500 გრამი ფქვილი
¼ ლიტრი რძე
50 გრამი დროჟი
200 გრამი კარაქი
150 გრამი შაქარი
5 კვერცხის გული
ცოტა მარილი
½ ლიმონი
საფანელი
8 სუფრის კოვზი წყალი
6-8 სუფრის კოვზი რომი
პოპულარული რეცეპტი
კარგად გავთქვიფოთ კვერცხები, დავამა...
ხორცი დავჭრათ კუბიკებად და მოვხრაკო...
რძე ავადუღოთ, ჩავყაროთ შიგ მარილი, ...
ექვსი კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფ...
გარეცხილი, გამშრალებული, გულგამოცლი...
მარილიან წყალში მოვხარშოთ მსხვილად ...