კატალოგი
ჩერნინა - შიგნეულისაგან მომზადებული კერძი
ბეჭდვა |
შიგნეულს დავასხათ წყალი, მოვაყაროთ მარილი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე დარბილებამდე. გამომშრალ ხილს დავასხათ ½ ლიტრი წყალი, დავუმატოთ სპეციები და შაქარი და ვხარშოთ დარბილებამდე. შემდეგ ხილს დავამატოთ შიგნეული. ხილის ნახარშს და ბულიონს (ორივე სახის სითხე თანაბარი რაოდენობის უნდა იყოს - მთლიანად უნდა გამოვიდეს ¾ ლიტრი) დავუმატოთ ფქვილი და სისხლი და მიღებული მასა მოვასხათ შიგნეულს. დავუმატოთ შაქარი, მარილი, ძმარი და მარილი და ფრთხილად წამოვადუღოთ ისე, რომ სისხლი არ შედედდეს. სუფრაზე მივიტანოთ მაკარონთან, კარტოფილის ან ფქვილის კლიოცკებთან ერთად.
მასალა:
1 იხვის ან 2 ბატის შიგნეული
მწვანილი
125 გრამი შავი ქლიავი
125 გრამი გამომჭრალი ვაშლი
1-2 ცალი გამომშრალი მსხალი
30 გრამი შაქარი
დარიჩინის ღერი (2 სმ სიგრძის)
მიხაკი
10 გრამი ფქვილი
3/8 ლიტრი სისხლი (იხვის ან ბატის)
1 სუფრის კოვზი ძმარი
1 ¼ ლიტრი წყალი
მარილი
მაიორანი
პოპულარული რეცეპტი
მსუქანი ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის...
ცივ წყალში დავალბოთ გამხმარი ღოლო, ...
ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, დუმა, ხ...
3 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ...
გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი დ...
სამი კვერცხის გული კარგად გავთქვიფო...