კატალოგი
ლობიო ბურგუნდიულად
| ბეჭდვა |
ლობიოს გასუფთავებული ღერები დავტეხოთ შუაზე ან სამ ნაწილად და დავასხათ მცირე რაოდენობის წყალი. ვშუშოთ მზადყოფნამდე. შემდეგ დავამატოთ წითელი ღვინო და ცალკე მოხარშული და მრგვალად დაჭრილი სტაფილო. დავამატოთ მარილი და პილპილი და ყველაფერი ერთად მოვშუშოთ. დავამატოთ მწვანილი. სალა დავჭრათ კუბიკებად, მსუბუქად მოვშუშოთ ტაფაზე, შემდეგ დავამატოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და მოვხრაკოთ სალასთან ერთად. ლობიო სტაფილოსთან ერთად მოვათავსოთ ლანგარზე, ზემოდან დავალაგოთ ხახვთან ერთად მოხრაკული სალა. აღნიშნულ კერძთან ერთად სუფრაზე შეგვიძლია მივიტანოთ ხორცის ნაჭრები ან ბიფშტექსი.
მასალა:
750 გრამი მწვანე ლობიო
250 გრამი სტაფილო
2 თავი ხახვი
1 ჭიქა წითელი ღვინო
125 გრამი უცხიმო შებოლილი სალა
2-3 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანილი
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი

ვიჩინა წვრილად დავჭრათ, ავურიოთ დარ...

ფქვილი გავცრათ. დროჯი გავხსნათ ნახე...

მაკარონი მოვხარშოთ მარილიან წყალში,...

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ-მრგვალ ნაჭ...

გავთალოთ კარტოფილი და ხახვი და მოვხ...

ქვაბში ჩავყაროთ შაქრის ფხვნილი, დავ...


