კატალოგი
ძროხის გულ-მკერდი ბორდიოლეზის სოუსში და პირშუშხასა და ვაშლის სოუსში
ხორცი ჩავდოთ მდუღარე წყალში, მოვხარშოთ, მზადყოფნამდე ცოტა ადრე დავამატოთ სპეციები, მიხაკი და ხახვი, მოვაყაროთ მარილი. ხახვი გავთალოთ და გავხეხოთ სახეხზე, შევურიოთ ამავე რაოდენობის გახეხილ პირშუშხას; დავამატოთ ძმარი, მცენარეული ზეთი, მარილი, შაქარი, ბულიონი ან ნაღები. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. ბორდიოლეზის სოუსის მოსამზადებლად გავადნოთ კარაქი და მოვხრაკოთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი. დავუმატოთ ფქვილი, მოვხრაკოთ ის ხახვთან ერთად, შემდეგ გავხსნათ ბულიონით და ვადუღოთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ ტიმიანი, ოხრახუში, წითელი ღვინო, ლიმონის წვენი, ტომატ-პიურე და მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში. ბოლოს სოუსში ჩავდოთ წვრილად დაჭრილი ძვლის ტვინი და ცოტა ხნით გავაჩეროთ. გარნირად მივიტანოთ მოხარშული ბრინჯი ან კარტოფილი. მასალა: 500 გრამი ძროხის გულ-მკერდი ¼ დაფნის ფოთოლი 4 მარცვალი პილპილი 1 თავი ხახვი 1 ცალი მიხაკი პირშუშხასა და ვაშლის სოუსისათვის 1 ცალი ვაშლი გახეხილი პირშუშხა ცოტა ძმარი და მცენარეული ზეთი ცოტა მარილი 1-2 სუფრის კოვზი ბულიონი ან ნაღები სოუსი ბორდიოლეზისათვის 60 გრამი კარაქი 50 გრამი ფქვილი 3/8 ლიტრი ხორცის ბულიონი 1 თავი საშუალო ზომის ხახვი მარილი, პილპილი ტიმიანი დანის პირზე 1 ჩაის კოვზი ოხრახუში ¼ ლიტრი წითელი ღვინო 1 სუფრის კოვზი ტომატ-პიურე რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ძროხის ძვლის ტვინი