კატალოგი
ბაბოტე
| ბეჭდვა |
ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევურიოთ დარბილებული ფუნთუშა, კვერცხი, გახეხილი ხახვი და ნიორი, წვრილად დაჭრილი ნუში და ნაღები. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ ლიმონის წვენი, კეტჩუპი, მარილი და ცოტა შაქარი.
ფორმას კარგად წავუსვათ კარაქი, მოვათავსოთ მასში მომზადებული ფარში და ვხარშოთ 45 წუთის განმავლობაში ორთქლზე. გამოცხობა ღუმელშიც შეგვიძლია, ვაცხოთ 20-25 წუთის განმავლობაში. სუფრაზე ამ კერძთან ერთად მივიტანოთ ბრინჯი და მწვანე სალათა.
მასალა:
500 გრამი ცხვრის ხორცი
1 ცალი ფუნთუშა (პური)
1 ცალი კვერცხი
1 საშუალო ზომის ხახვი
1-2 კბილი ნიორი
1 სუფრის კოვზი კეტჩუპი
2 სუფრის კოვზი ნუში
½ ლიმონი
2-3 სუფრის კოვზი ნაღები
მარილი, შაქარი
პოპულარული რეცეპტი

კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, წავ...

გავაგრძელოთ შუშვა. დავასხათ მდუღარე...

ხორცს დავასხათ ცხელი წყალი, დავუმატ...

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი დ...

შევარჩიოთ კაკლისოდენა პამიდვრები. ფ...

მოვზილოთ მაგარი ცომი თბილი წყლით და...


