კატალოგი
რავიოლი
ბეჭდვა |
ფქვილის, კვერცხის, მუსკატის კაკლისა და მარილისაგან მოვზილოთ ცომი და დავდგათ ერთი საათით, შემდეგ თხელ ფირფიტად გავაბრტყელოთ. ჭიქით ამოვჭრათ მრგვალი ცომის ნაჭრები (შეგვიძია ცომი ოთხკუთხედებადაც დავჭრათ). თითოეული ცომის ნაჭრის შუში მოვათავსოთ თითო ჩაის კოვზი შიგთავსი, კიდეებზე წავუსვათ კვერცხი და შევაწებოთ ერთმანეთს. რავიოლი ჩავუშვათ მარილიან წყალში და მაკარონივით ვხარშოთ. სუფრაზე მიტანამდე მოვაყაროთ პარმეზანის ყველი და მოვასხათ ტომატის სოუსი. შიგთავსად ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ისპანახი ან სხვა ბოსტნეული.
რავიოლის შიგთავსი ყოველთვის ცხარე უნდა იყოს.
მასალა:
(2 პორციაზე)
ცომისათვის
200 გრამი ფქვილი
1-2 ცალი კვერცხი
ცოტა მარილი და მუსკატის კაკალი
1-2 სუფრის კოვზი წყალი
1-2 ცალი კვერცხი ზემოდან წასასმელად
შიგთავსისათვის
100 გრამი შერეული ხორცის ფარში
½ კვერცხი
თითო ჩაის კოვზი გახეხილი ყველი და ხახვი
დარბილებული თეთრი პურის ნაჭერი
პილპილი და მარილი
პოპულარული რეცეპტი
ხორცს დავასხათ 1 ლიტრი ცხელი წყალი,...
ცოცხალი, წვრილად დაჭრილი პიტნის ფოთ...
კვერცხი შაქრის ფხვნილთან ერთად კარგ...
ლობიო დავალბოთ მთელი ღამით. შემდეგ ...
ფქვილში გავაკეთოთ ჩაღრმავება, ჩავას...
ორი კვერცხი გავთქვნიფოთ, დავაყაროთ ...